თამარის შარფები
საავტორო ესკიზებით წარმოებული ტექსტილის ნაწარმი, შარფები, სუფრები, რანერები
ჩვენ შესახებ

Tamari's scarves საავტორო ესკიზებითა და ქართველი მხატვრების ნახატებით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრებია, რომლებიც ძველ ორნამენტებს ახალ სიცოცხლეს სძენს. ასორტიმენტი მოიცავს შარფებს, კიმანოებს, მაისურებსა და სახლის დეკორს (სუფრები, რანერები, ბალიშები), რომლებიც სუბლიმაციური ბეჭდვის მეთოდით სრულდება.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ქართული კულტურისა და ორნამენტების გაცოცხლება თანამედროვე ტექსტილის დიზაინში.
საავტორო ესკიზებისა და მაღალი ხარისხის სუბლიმაციური ბეჭდვის ტექნოლოგიის საშუალებით ვქმნით ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ტრადიციას, ხელოვნებას და თანამედროვე ესთეტიკას.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა გავხდეთ ქართული საავტორო ტექსტილის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელიც ცნობილია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ვსახავთ მიზნად ძველის ახლებურად გადმოცემას — ქართული ორნამენტების, თემატიკისა და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ინტეგრირებას თანამედროვე დიზაინში.

სიახლეები